თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. მოსკოვში, პირველად ისტორიაში, ქართული თეატრი იფუნქციონირებს. ამის შესახებ რუსეთში ფედერალური ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის პრეზიდენტმა დავით ცეცხლაძემ განაცხადა.
გადაწყვეტილება ქართული თეატრის შექმნის შესახებ რუსეთის ხალხთა სახლში 15 სექტემბერს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მიიღეს.
„ამ დროისათვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს პროექტის დასაწყებად: განიხილება ტერიტორია, სარეპერტუარო პოლიტიკა და შემოქმედებითი დასის შემადგენლობა“, – ნათქვამია ავტონომიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
დავით ცეცხლაძე
© Courtesy of Federal Georgian national cultural autonomy in Russia
პროექტის რეალიზაციის კურატორებად დანიშნული არიან ვერა ყიფიანი და ლიუბოვ გრუზინოვა.
ფედერალური ქართული ნაციონალურ-კულტურული ავტონომია, რომელიც 2016 წლის იანვრიდან ფუნქციონირებს, რუსეთში ფედერალურ დონეზე ერთადერთი ქართული დიასპორული გაერთიანებაა.
მისი მიზანია რუსეთში მცხოვრები ქართველების ეროვნულ-კულტურული თვითმყოფადობის, ტრადიციების შენარჩუნება და ქართველთა გაერთიანება.