თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ცნობილი ქართველი კომპოზიტორის ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილი კონცერტი მოსკოვში 16 სექტემბერს გაიმართება, ნათქვამია რუსეთში ფედერალური ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
კონცერტის პროგრამაში შესულია მაესტროს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებები: სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის №1, რახმანინოვისადმი მიძღვნილი ხუთი პრელუდია, ნოსტალგია, სკერცო, ნოქტიურნი, პოემა და მოგონება.

ქართველი კომპოზიტორის მუსიკას შეასრულებენ შნიტკეს სახელობის მოსკოვის სახელმწიფო მუსიკის ინსტიტუტის პროფესორები ელენა როლბინა (ვიოლინო) და რუსტამ შაიჰუთდინოვი (ფორტეპიანო).
კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება, სცენა – ნ.ს. გოლოვანოვის სახელობის საბავშვო მუსიკალური სკოლის საკონცერტო დარბაზი. დასწრება თავისუფალია.