მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პუტინმა გერმანიის კანცლერთან საუბარში უკრაინაში არსებული სიტუაცია განიხილა

ორი ქვეყნის ლიდერის საუბარი დაახლოებით საათ-ნახევარი გაგრძელდა.
Sputnik
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა სატელეფონო საუბრისას უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს, იუწყება РИА Новости გერმანიის მთავრობაზე დაყრდნობით.
კერძოდ, ორი ქვეყნის ლიდერებმა განიხილეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების საკითხი, ასევე მსოფლიოში სურსათთან დაკავშირებული მდგომარეობა.
საუბარი დაახლოებით საათ-ნახევარი გაგრძელდა.