მსოფლიო დღეს

სროლა სავაჭრო ცენტრში: დაჭრილია 6 ადამიანი - ვიდეო

Sputnik
თბილისი, 12 სექტემბერი − Sputnik. შეიარაღებული კონფლიქტისას, რომელიც სტამბულის სარიერ-აიაზაღას რაიონში მდებარე სავაჭრო ცენტრის კაფეში მოხდა, ექვსი ადამიანი დაიჭრა, იუწყება გამოცემა Sabah.
გავრცელებული ინფორმაციით, კაფეში მყოფ ორ ჯგუფს შორის გაურკვეველი მიზეზით იფეთქა კამათმა, რომელიც შემდეგ ჩხუბსა და სროლაში გადაიზარდა.
კონფლიქტმა, რა დროსაც 12 გასროლა მოხდა, პანიკა და არეულობა გამოიწვია სავაჭრო ცენტრში.
არსებული ცნობით, დაჭრილთაგან 4 აზერბაიჯანის, ერთი ირანის, ერთიც თურქეთის მოქალაქეა. ყველა მათგანი უახლოეს საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
ირკვევა, რომ ირანის მოქალაქე ჩხუბში არ მონაწილეობდა. ის იმ დროს დაიჭრა, როდესაც შემთხვევის ადგილთან გაიარა.
პოლიციამ უკვე დაიწყო მუშაობა ჩხუბის სხვა მონაწილეების დასაკავებლად. აღინიშნება, რომ მომხდარი ვიდეოკამერებმა დააფიქსირა.