თბილისი, 12 სექტემბერი − Sputnik. თავის ტკივილი, შაკიკი, რასაც შეუძლია ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციოს ადამიანს, ხშირად ჩნდება სხვა პათოლოგიებთან კომპლექსში, აცხადებენ სპეციალისტები.
მათი თქმით, ეს დაავადებებია: ნაღვლის ფუნქციის დარღვევა, დეპრესია, შფოთვა, ალერგია და ა.შ.
როგორც ნევროლოგები ამბობენ, შაკიკი − ეს ინტოქსიკაციის სიმპტომია, რასაც ორგანიზმში ბიოქიმიური პროცესების დარღვევის შედეგად ფორმირებული ნაღველას დაგროვება, ტოქსინების წარმოქმნა და თავის ქალის შიდა ვენო-ლიმფურ-ლიქვორნული სტაგნაცია იწვევს.
გამომდინარე აქედან, შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ თავის ტკივილისას მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლის მიღება საკმარისი არ არის. ნევროლოგების თქმით, შაკიკის შეტევისას აუცილებელია ხელი შეეწყოს დაგროვილი ნაღველას გადადინებასა და ლიმფის „ამუშავებას“.
ამისათვის კარგია:
დალიოთ ცხელი წყალი − თანდათანობით, მომცრო ყლუპებით. საერთო ჯამში ორი ჭიქა ცხელი წყალი მაინც უნდა მიიღოთ. ეს მოგიხსნით სპაზმს ნაღველას სადინარებიდან და ოდდის სფინქტერიდან. ეს უკანასკნელი არის კუნთოვანი სარქველი, რომელიც ადამიანებში საჭმლის მომნელებელი წვენების (ნაღველა და პანკრეასის წვენი) გადინებას აკონტროლებს პანკრეასიდან.
ფეხების ცხელ წყალში დათბილვა. ასეთი აბაზანა მოგიხსნით სპაზმებს როგორც ფეხების, ისე კისრისა და თავის სისხლძარღვებიდანაც. ეს კი ავტომატურად გააუმჯობესებს თავიდან ვენოზური სისხლის უკან გადინებას.
სათბურას („გრელკა“) დადება ჭიპის ან ნაღველას მიდამოში.
თავზე ყინულოვანი კომპრესის დადება − რაც თავის ქალიდან ვენოზური სისხლის გადინებას გაააქტიურებს, კისერზე კი, პირიქით, ცხელი კომპრესის ან გახურების ეფექტის მქონე პლასტირის დადება.
გაითვალისწინეთ: სტატიაში მოყვანილი რჩევები საინფორმაციო ხასიათისაა. ნებისმიერი ვარჯიშის დაწყებამდე თუ კვების რაციონში ცვლილებების შეტანამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან!