ლუკა მაისურაძემ ტრავმის შემდეგ იტალიის ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ლუკასთვის ეს ტურნირი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპი იყო.
Sputnik
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. ქართველი ძიუდოისტი, ევროპის მოქმედი ჩემპიონი ლუკა მაისურაძე (90 კგ) ტრავმის შემდეგ ტატამზე დაბრუნდა და იტალიაში, რიჩონეში მიმდინარე ევროპის ღია პირველობის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
მაისურაძე ფინალურ მატჩში ფრანგ ლორის ტასირთან დამარცხდა. რიჩონეში გამართულ ევროპის ღია ჩემპიონატში 35 ქვეყნის 376 სპორტსმენი მონაწილეობს.
ლუკა მაისურაძისთვის ეს ტურნირი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპად იქცა. ძიუდოისტთა წლის მთავარი შეჯიბრი ტაშკენტში 6-13 ოქტომბერს გაიმართება.