ჯუთამდე სნოს გავლა მოგიწევთ
სნო საქართველოს სრულიად კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის მშობლიური სოფელია
აბუდელაურის ტბებისკენ მიმავალ გზაზე ძველი ტაძრებიც შემოგხვდებათ
ჯუთაში ტრანსპორტი არ დადის, ამიტომ საჭიროა ავტომობილის ქირაობა ან ტაქსით სარგებლობა.
ჯუთა ტურისტებში ძალიან პოპულარულია, აქ რამდენიმე გესთჰაუსიც არის
ზოგი კი კარავში დარჩენას ამჯობინებს, თუმცა აქ ღამით ძალიან ცივა
ჯუთადან აბუდელაურის ტბებისკენ მიმავალ გზაზე ულამაზეს ბუნებას იხილავთ
გზად იხილავთ პატარა ნაკადულებსა და ჩანჩქრებს
ბილიკი ჭაუხის მიმართულებით მიდის და მიუხედავად იმისა, რომ გზად ნიშნები გარკვეულ წერტილამდე არ შეგხვდებათ, დაკარგვა პრაქტიკულად გამორიცხულია
საჭიროა გეცვათ შესაბამისი ფესხაცმელი, ვინაიდან გზა ქვიანი და უსწორმასწოროა, ხან კი ბალახიანი და სრიალა
სნოს ხეობაში რამდენიმე კემპინგიც შეგხვდებათ
აქ შესაძლებელია ადგილისათვის გადაიხადოთ საფასური და საკუთარი ბანაკი მოაწყოთ, ან იქირაოთ ბინა, რაც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა
თუმცა, ტბებისკენ მიმავალ გზაზე კიდევ უამრავ ადგილს იხილავთ, სადაც შეიძლება დაბანაკება
ტბებზე სამოგზაუროდ საუკეთესო დრო ზაფხულია. გახსოვდეთ, მთაში ამინდი ხშირად იცვლება, აქ ზაფხულობითაც იცის კოკირსპირული წვიმა. დაბანაკების დროს კარგად შეარჩიეთ ადგილი, სადაც საფრთხე არ დაგემუქრებათ
ტბებისკენ მიმავალ გზაზე მარკირებები რამდენიმე კილომეტრის გავლის ჩნდება. აქ იწყება ჭაუხის უღელტეხილზე მიმავალი აღმართი (ჯუთადან 8 კილომეტრში). უღელტეხილის უმაღლესი წერტილი 3300 მეტრია, გზა რთული არ არის, მაგრამ დამღლელია
უღელტეხილიდან ჩანს ტბები და იწყება მკვეთრი დაღმართი, რომელიც ზიგზაგისებურად ეშვება პირდაპირ ცისფერი ტბისკენ
ცისფერი ტბის დანახვისას იფიქრებთ, რომ მას შეფერილობა განგებ მისცეს. ტბის გარშეო ვულკანური წარმონაქმნების ნამსხვრევებია
წყლის ასეთი ფერი მასში შემავალი მინერალების დამსახურებაა. ტბა 2600 მეტრის სიმაღლეზეა განთავსებული
მწვანე ტბაც აქვე ახლოსაა. მის გარშემო ბალახის გამო მისი შეფერილობა მართლაც მომწვანოა
ტურისტების უმეტესობა ტბასთან არ რჩება, თუმცა კარვის აქ გაშლა შესაძლებელია
ცისფერი ტბიდან თეთრამდე დაახლოებით ერთი საათის სავალია. ეს ტბა 2815 მეტრზე მდებარეობს