თბილისი, 11 სექტემბერი - Sputnik. რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებებზე უარს არ ამბობს, მაგრამ რაც უფრო გაჭიანურდება პროცესი, მით უფრო რთული იქნება შეთანხმება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
„ჩვენ უარს არ ვამბობთ მოლაპარაკებებზე, მაგრამ მათ, ვინც უარს ამბობს, უნდა ესმოდეთ, რომ რაც უფრო მეტხანს გააჭიანურებენ ამ პროცესს, მით უფრო რთული იქნება მოლაპარაკება“, - განაცხადა მინისტრმა.
ლავროვმა ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსულმა მხარემ იცის, როგორ უნდა მიაღწიოს დასახულ მიზნებს.
24 თებერვალს რუსეთმა „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადეს, რომელთა დაწესება ამ დრომდე მიმდინარეობს.