თბილისი, 11 სექტემბერი - Sputnik. დავით კლდიაშვილის დაბადებიდან 160 წლის იუბილეს აღსანიშნავად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა მულტიმედიური გამოფენა მოამზადა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული არქივი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, კლასიკოსი მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ეროვნულ არქივში დაცული ფოტოები, კინოდოკუმენტები, ავტოგრაფები, წერილობითი დოკუმენტები, პუბლიკაციები, მისი ნაწარმოებების მიხედვით გადაღებული ფილმების კადრები ფართო საზოგადოებას ამ ფორმატით პირველად წარედგინა.
დავით კლდიაშვილი (1862-1931) — ქართველი მწერალი, კრიტიკული რეალიზმის წარმომადგენელი. მისი ნაწარმოებებია „დარისპანის გასაჭირი", „ბაკულას ღორები", „ქამუშაძის გაჭირვება", „ირინეს ბედნიერება" და სხვა.
დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
წყარო - ეროვნული არქივი