თბილისი, 10 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველო-თურქეთის საზღვარზე ოთხი პირი დააკავეს, რომლებიც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის არის თურქეთის ორი მოქალაქე, აზერბაიჯანის მოქალაქე და საქართველოს მოქალაქე, რომელსაც საქართველოს პოლიცია მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ეძებდა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკავებულები თურქეთში ფარულად გადასვლა სცადეს.
ახლა ოთხივეს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისთვის 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.