დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 10 სექტემბერი

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
Sputnik
დღეს 2022 წლის 10 სექტემბერია, შაბათი. სავსემთვარეობა თევზების ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
ემოციური დღეა. სავსემთვარეობა თევზების ნიშანში ადამიანებს მგრძნობიარეს გახდის. რთული იქნება ცრემლის შეკავება – არა მხოლოდ წყენის, სევდის, არამედ სასიამოვნო მოგონების, მოვლენის გამო. ხელსაყრელი დღეა ურთიერთობების, ადამიანების გაცნობისთვის. არის რისკი, რომ სასურველი რეალობად მიიღოთ, ამიტომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისგან თავი შეიკავეთ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 9 სექტემბერი>>
ვერძი: დღეს იდეალური შემსრულებელი იქნებით. შეგწევთ უნარი, ირგვლივ მყოფების სურვილები აასრულოთ. თუ ხელმძღვანელი ხართ, თავი შეიძლება არაკომფორტულად იგრძნოთ – არ ხართ განწყობილი, რომ გამოავლინოთ ინიციტივა და შედეგზე პასუხისმგებლობა აიღოთ. საუკეთესო გამოსავალი უფროსი–ვერძისთვის დასვენებაა, ხოლო ხელქვეითები ამპერიოდში უამრავი საქმის გაკეთებას მოასწრებენ.
როგორი სიყვარული იციან ზოდიაქოს ნიშნებმა
კურო: სჯობს, დაფიქრდეთ – განა ყველაფერი გაწყობთ თქვენ ცხოვრებაში? იქნებ დაიღალეთ ყოველდღიური რუტინისგან და ცვლილებებისდრო დადგა? ასეთ შემთხვევაში ძალა უნდა მოიკრიბოთ და გარისკოთ. მშვენიერი დღეა ნაბიჯებისგადადგმისთვისრამის, თუნდაც ნაკლებად მნიშვნელოვანის შესაცვლელად. არ შეუშინდეთახალს, სხვა შემთხვევაში რისკავთ, რომ დიდი ხნით ჩარჩეთ წარსულში.
ტყუპი: დღეს თქვენი ლოზუნგი იქნება „ცოდნა – სინათლეა“. უნდა იფიქროთ პროფესიონალიზმის ამაღლებაზე, რათა კარიერაში წინ წაიწიოთ. იზრუნეთ თვითგანათლებაზე ან რამე საკვალიფიკაციო კურსებზე ჩაეწერთ. რაც უფრო მეტ ცოდნას შეიძენს უახლოეს პერიოდში, მით მეტი კარი გაიღება თქვენ წინაშე და მით უფრო მეტი საინტერესო წინადადება გაჩნდება თქვენ ცხოვრებაში.
კირჩხიბი: დღევანდელი დღე დაკავშირებული იქნება ინფორმაციების მოძიებასა და მათ დამუშავებასთან. თან ეს ინფორმაციები სხვადასხვა წყაროდან იქნება მიღებული, ზოგ რამეს კი დასკვნების გამოტანით თვითონ მიხვდებით. ამან არ შეგაშინოთ – რაც მეტია ინფორმაცია, მით უკეთესი. იოლად გაერკვევით საინფორმაციო ნაკადში და იქიდან რაციონალურს გამოარჩევთ, ხოლო უსარგებლოს – გადახაზავთ.
ზოდიაქოს ნიშნები სიმთვრალეში
ლომი: დღეს მზად ხართ, ყველა და ყველაფერი უხეშად და უაპელაციოდ განსაჯოთ. ეს აისახება მიღებულ გადაწყვეტილებებზეც და გარშემომყოფებთან ურთიერთობებზეც. თქვენთვის დღეს არ არსებობს სხვა ფერი, გარდა თეთრისა და შავისა და თანაც, თეთრი ფერი თითქმის არც მოჩანს. აქედან გამომდინარე, აჯობებს, თუ დღეს სათოფეზეც კი არავინ გაგეკარებათ – არც მნიშვნელოვან და არც უმნიშვნელო საკითხებზე.
ქალწული: დღეს თქვენი წარმატების გარანტი თქვენი მხარდამჭერი ადამიანები არიან. მარტო იმის მცირე ნაწილსაც ვერ გააკეთებთ, რაც ჩაფიქრებული გაქვთ. თქვენდამი ლოიალურად განწყობილთა შორის შეიძლება ისინიც დაინახოთ, რომელთაგან ამას ვერც კი წარმოიდგენდით. გვერდით მდგომ ადამიანებს თუ რჩევას დაეკითხებით და შემდეგ გაითვალისწინებთ, დღეს თქვენთვის შეუსრულებელი ამოცანა არ არსებობს.
სასწორი: ძალზე დატვირთული და ქაოტური დღე გელოდებათ, მაგრამ – პროდუქტიული. მოგიწევთ აქეთ–იქით სირბილი, ენერგიის დახარჯვა, მაგრამ მოახერხებთ და გარშემომყოფებს საკუთარ თავს ყველაზე მომგებიანი კუთხით წარუდგენთ, აჩვენებთ, როგორი საქმიანობა შეგიძლიათ. შესაძლებელია, რომ სწორედ დღევანდელი დღის დამსახურებით თქვენი ცხოვრება დროთა განმავლობაში უკეთესობისკენ შემობრუნდეს.
რაში იმალება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის სექსუალობა, ანუ რითი ხიბლავენ ისინი პარტნიორებს
მორიელი: დღეს წარმატებას ასხივებთ. თქვენი შინაგანი ჰარმონიისა და თავდაჯერებულობის წყალობით შეგწევთ ძალა, რომ ვითარება თქვენი და თქვენი ახლობლების ირგვლივ უკეთესობისკენ შეცვალოთ. ერთადერთი, რაც დღეს არ შეგშვენით, ეს მოკრძალება და მორცხვობაა. ნუ დამალავთ საკუთარ ღირსებებს. აჩვენეთ ყველას, რა შეგიძლიათ. გარშემომყოფებს ეს გაახარებს, ხოლო თქვენ შედეგი სასიამოვნოდ გაგაკვირვებთ.
მშვილდოსანი: დღეს ყველაზე კარგად ყოველდღიური, მიმდინარე საქმეები გამოგივათ, თუმცა მათ შემოქმედებითად მიუდგებით. უფერულ სამუშაოსაც კი ლამაზად გააფერადებთ და ასე ყოველდღიურობის გამრავალფეროვნებას შეძლებთ. რაც შეეხება დიდ პროექტებსა და ახალ წამოწყებებს, სჯობს, თავი შეიკავოთ – დღეს თქვენი აზროვნება გლობალიზმს მოკლებულია და არის რისკი, რომ რამე მნიშვნელოვანი გამოგეპაროთ.
თხის რქა: დღეს წარმატებები გელოდებათ ყველაფერში, რაც თქვენი პროფესიული დონის ამაღლებას, ახალ ჰორიზონტებს უკავშირდება. სჯობს, მიხედოთ სწავლას, აიმაღლოთ კვალიფიკაცია, მოძებნოთ ახალი ჰობი ან ეწვიოთ ისეთ ადგილებს, სადაც ადრე ნამყოფი არ ხართ. ასევე შესაძლებელია ნაცნობობა, რომელიც ახალ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს გააჩენს თქვენს ცხოვრებაში.
ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომლებსაც იღბალი არასდროს ტოვებს
მერწყული: დღეს გადაწყვეტილებების მიღება, შეიძლება ითქვას, გზადაგზა მოგიწევთ. მაგრამ ეს ყველაფერი არაა – სიტუაცია შეიძლება ისე განვითარდეს, რომ კიდევ უფრო სწრაფი მოქმედებები გახდეს საჭირო, რათა ხელიდან არ გაუშვათ ახალი შესაძლებლობები. სამაგიეროდ, თუ მარჯვედ იმოქმედებთ და სისწრაფის უნარს გამოავლენთ, კონკურენტებს უკან ჩამოიტოვებთ და საბოლოოდ პირველ პრიზს აიღებთ.
თევზები: დღეს შესაძლოა, დიპლომატიურობამ დაგაღალატოთ, უფრო სწორად, მისმა უკმარისობამ, რომელსაც გარშემომყოფები განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობენ. თავად არც კი იეჭვებთ, რომ თქვენმა სიტყვებმა ვინმეს გული ატკინა. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – ყურადღებით უნდა გააკონტროლოთ თითოეული სიტყვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ამან სავალალო შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ურთიერთობებში.