მსოფლიო დღეს

ჩარლზ მესამე დიდი ბრიტანეთის მეფედ ოფიციალურად გამოცხადდა

მეფე ჩარლზ III-მ მეფედ გამოცხადების ცერემონიაზე ტრადიციული ფიცი დადო
Sputnik
თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. დიდი ბრიტანეთის ახალ მონარქად გამოცხადებულმა მეფე ჩარლზ III-მ დედოფალ ელისაბედ II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი სიტყვა წარმოთქვა და პირობა დადო, რომ მის მაგალითს მიჰყვება.
„მე ღრმად ვაცნობიერებ ამ დიდ მემკვიდრეობას და სუვერენის მოვალეობებსა და მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას, რომელიც ახლა მე გადამეცა. ამ პასუხისმგებლობის აღებისას, მე შევეცდები მივყვე ამ შთამაგონებელ მაგალითს (ელისაბედ II)... მხარი დავუჭირო კონსტიტუციურ მთავრობას და მივაღწიო მშვიდობას, ჰარმონიას და კეთილდღეობას ამ კუნძულების და თანამეგობრობის სამეფოებისა და მთელ მსოფლიოში არსებული ტერიტორიების ხალხებისთვის“, - ციტირებს РИА Новости მეფის სიტყვას.
ამის შემდეგ ჩარლზ III-მ დადო ტრადიციული ფიცი შოტლანდიის ეკლესიის შენარჩუნებისა და დაცვის შესახებ და ხელი მოაწერა ფიცის დოკუმენტის ორ ეგზემპლარს.
მემკვიდრეობითობის პროცედურის თანახმად, ჩარლზ III-ის მეფედ ოფიციალურად გამოცხადების პროკლამაციას ხელი მოაწერეს პრინც უილიამმა, კონსორტ-დედოფალმა კამილამ, პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა, მემკვიდრეობითობის საბჭოს ლორდ-თავმჯდომარემ პენი მორდონტმა, კენტერბერის არქიეპისკოპოსმა და სხვებმა.