ახმეტაში 16 წლის ბიჭი ძიუდოში ვარჯიშის დროს გარდაიცვალა

არასრულწლოვანმა ვარჯიშის დროს, სავარაუდოდ, ქალა-ფუძის ტრავმა მიიღო.
Sputnik
თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუმასტურში ვარჯიშის დროს არასრულწლოვანი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
უბედური შემთხვევა სოფელ დუმასტურში, ძიუდოს სავარჯიშო დარბაზში ცოტა ხნის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 16 წლის ახალგაზრდამ ვარჯიშის დროს, სავარაუდოდ, ქალა-ფუძის ტრავმა მიიღო, რის შედეგადაც გარდაიცვალა. გარდაცვლილი სოფელ ქისტაურიდანაა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან, რომლებიც მომხდარის დეტალებს ადგენენ.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს