BAIQONYR: ქართველი პროდიუსერი ყაზახური კინოფესტივალის ჟიურიში მიიწვიეს

ზურაბ დიასამიძე ანიმაციის კონკურსის საერთაშორისო ჟიურის თავმჯდომარედ მიიწვიეს.
Sputnik
თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. ქართული ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალ Tofuzi-ს (ბათუმი) დირექტორი, პროდიუსერი ზურაბ დიასამიძე უხელმძღვანელებს მოკლემეტრაჟიანი ფილმების VII საერთაშორისო ფესტივალ BAIQONYR-ის ერთ-ერთი კონკურსის ჟიურის, რომელიც 7-11 სექტემბერს ალმათიში გაიმართება, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ ორგანიზატორებმა.
BAIQONYR International Short Film Festival — პირველი და ალბათ ერთადერთი კინოფესტივალია, რომელიც წელს ყაზახეთში ჩატარდება. სხვა დიდი ფესტივალები, როგორიცაა „ევრაზია“ და Almaty Film Festival პანდემიის შემდეგ ჯერ არ ჩატარებულა.
კინოფესტივალი BAIQONYR
„Baiqonyr არის მოკლემეტრაჟიანი ფილმების პირველი საერთაშორისო ფესტივალი ყაზახეთში, რომელიც უკვე შვიდი წელია არა მხოლოდ აცნობს მაყურებელს კინოს ახალ სახელებს, არამედ მუდმივ მხარდაჭერას და საერთაშორისო პოპულარიზაციას უწევს ყაზახეთის შემოქმედებით ახალგაზრდებს", – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
კინოფესტივალი BAIQONYR
ექვსი წლის განმავლობაში Baiqonyr-ს ეწვია 11 ათასზე მეტი მაყურებელი, რომლებმაც 240-ზე მეტ ფილმს უყურეს. შესარჩევმა კომისიამ 1.168 განაცხადი შეისწავლა, ფესტივალის ჟიურიმ კი 62 ლაურეატი დააჯილდოვა.
მოახლოებული ფესტივალის პროგრამა შედგება სამი კონკურსისგან – ეროვნული (მხატვრული და დოკუმენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმები), საერთაშორისო (მხატვრული და დოკუმენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმები) და ანიმაციური.
ქართული ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალ Tofuzi-ს (ბათუმი) დირექტორი, პროდიუსერი ზურაბ დიასამიძე
ზურაბ დიასამიძე სწორედ ანიმაციური კონკურსის საერთაშორისო ჟიურის მუშაობას უხელმძღვანელებს. მასთან ერთად იმუშავებენ დმიტრი ვლასოვი, გეორგი ბოგუსლავსკი და რამილ უსმანოვი.
ფესტივალი დსთ-ის წევრი ქვეყნების ჰუმანიტარული თანამშრომლობის სახელმწიფოთშორისი ფონდის მხარდაჭერით გაიმართება. ფესტივალის მთავარი მოედანია კინოცენტრი „არმანი".
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს