ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ძლიერმა გვალვამ ევროპას დიდი ზიანი მიაყენა. ამასთან ერთად, მაღალი ტემპერატურის ფონზე გამოჩნდა მეორე მსოფლიო ომის ისტორიის მივიწყებული ელემენტები. სერბეთში, მდინარე დუნაიში მესამე რეიხის ჩაძირული ხომალდების ნარჩენები გამოჩნდა. ზოგიერთ მათგანზე აღმოჩენილია გამოუყენებელი საბრძოლო მასალაც.