მსოფლიო დღეს

ჩინეთში ძლიერი მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა იზრდება - ვიდეო

Sputnik
თბილისი, 6 სექტემბერი − Sputnik. ჩინეთის პროვინცია სიჩუანში ორშაბათს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა იზრდება, იუწყება სააგენტო Reuters-ი.
სიჩუანში 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა 5 სექტემბერს მოხდა, რა დროსაც დაახლოებით 250 კაცი დაშავდა. მათ შორის არიან მძიმედ დასახიჩრებულებიც. ამ დროის მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ 65 ადამიანს მიაღწია.
ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, მაშველები 200-ზე მეტი ადამიანის გამოყვანას ცდილობენ ჰაილუოგოუდან − პოპულარული ტურისტული ზონიდან, რომელთან მისასვლელი გზებიც დაბლოკილია.
ამ მომენტისთვის შესაბამისი სამსახურები კვლავ მუშაობენ სიჩუანში კავშირის, ელექტრო- და წყალმომარაგების აღდგენაზე, ასევე მოსახლეობის სურსათით მომარაგებაზე.
სიჩუანის პროვინცია ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე სეისმურ რეგიონად მიიჩნევა. 2008 წლის მაისში სიჩუანში 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა და უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა 87.150 ადამიანი, 374 ათასი კაცი დაშავდა, მილიონობით ადამიანი კი საცხოვრებლის გარეშე დარჩა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს