ესპანური ტელეკომპანია საქართველოს შესახებ გადაცემას ამზადებს

ტელეკომპანია ბასკეთის მხარეში მაუწყებლობს და ასიათასობით მაყურებელი ჰყავს.
Sputnik
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ესპანეთის მაღალრეიტინგულ ტელეკომპანიას ETB2-ს უმასპინძლა.
ესპანური ტელეკომპანია ქვეყნის ტურისტული პოტენციალის, კულტურული მემკვიდრეობის, ქართული ღვინისა და ტრადიციული სამზარეულოს შესახებ გადაცემას ამზადებს, რაც ხელს შეუწყობს ესპანეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდასა და ცნობადობის ამაღლებას.
ესპანური ტელეკომპანია საქართველოზე გადაცემას ამზადებს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეს-ტურის ფარგლებში ესპანელმა ჟურნალისტებმა ცხენებით ჯირითსა და ჯომარდობაში მიიღეს მონაწილეობა. მედიის წარმომადგენლებისათვის გაიმართა ღვინის დეგუსტაცია და კულინარიული მასტერ-კლასები.
ტელეკომპანია ETB2-ის პოპულარული გადაცემის Vascos por el mundo ჯგუფის წევრებმა თბილისის, მცხეთის, უფლისციხის, დმანისის, სტეფანწმინდის, ანანურისა და სიღნაღის ტურისტულად საინტერესო ადგილები გადაიღეს.
ესპანელი ჟურნალისტები ასევე დაესწრნენ სახელმწიფო ანსამბლ „რუსთავის“ რეპეტიციას.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს