ხანძრების სერია თბილისთან ახლოს - რა ვითარებაა ახლა?

თუ რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
Sputnik
თბილისი, 5 სექტემბერი – Sputnik. თბილისის მიმდებარედ ტყის მასივებში გავრცელებული ყველა ხანძრის კერა ლიკვიდირებულია, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
კვირა საღამოს თბილისის მახლობლად ცეცხლის რამდენიმე კერა გაჩნდა. ხანძარი იყო წავკისის, წყნეთისა და ნაფეტვრების მიმდებარე ტერიტორიებზე.
უწყების ცნობით, სამივე ლოკაციაზე ცეცხლის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი უწყობდა. თავდაპირველად, საფრთხის მაღალი ხარისხის გამო, ნაფეტვრების დასახლების მიმდებარედ არსებული ცეცხლის კერის ლოკალიზება მოხდა. პარალელურად მიმდინარეობდა ხანძრის ქრობის ღონისძიებები წყნეთსა და წავკისთან.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, მეხანძრე-მაშველთა სწრაფი და ეფექტიანი მოქმედების შედეგად ხანძრების ლოკალიზება და შემდეგ ლიკვიდაცია დროულად მოხდა.
თუ რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.