მეტეხის ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა

დაგეგმილი სამუშაოების გამო მეტეხის ხიდის არეალსა და მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გადაადგილება შეზღუდული იყო
Sputnik
თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. საქალაქო სამსახურებმა პრაქტიკულად დაასრულეს მეტეხის ხიდის სარემონტო სამუშაოები, ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა დღეს, საღამოს აღდგება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მეტეხის ხიდის სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო. პირველი ეტაპი ივლისში დასრულდა, რის შემდეგაცგარემონტებულნაწილში საავტომობილო მოძრაობა აღდგა.
„ამ დროისთვის მიმდინარეობს სამუშაოების ბოლო ეტაპი - გზის დაგება, რაც დღეს სრულად დასრულებული იქნება. ამის შემდეგ „თბილსერვის ჯგუფი“ ტერიტორიას დაასუფთავებს და დროებითი დახაზვა მოხდება. საავტომობილომოძრაობა ორმხრივად გაიხსნება“, - განაცხადა კალაძემ.
მეტეხის ხიდის სრული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს მოეწყო ჰიდროიზოლაცია, ასევე დაიდო ასფალტო-ბეტონის ახალი საფარი 2.300 კვ.მ ფართობზე.
ამასთან, მოეწყო და ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდა ტროტუარები. ფასადებს და თაღებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ხოლო ხიდზე არსებული თუჯის მოაჯირებისა აღდგენა იერსახის უცვლელად მოხდა.
მეტეხის ხიდის რეაბილიტაცია მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1,7 მლნ ლარი დაიხარჯა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს