მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში სექტემბერში გაიმართება

ფესტივალის სცენაზე ცნობილი მუსიკოსები და კლასიკური მუსიკის ამომავალი ვარსკვლავები წარდგებიან
Sputnik
თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, რომლის დამფუძნებელია საკულტო ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძე, თელავში 24 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. იუწყებიან ორგანიზატორები.
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში
მსმენელის წინაშე წარდგებიან გამოჩენილი პიანისტები ელისო ვირსალაძე და დანგ ტაი შონი (ვიეტნამი), ასევე საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები მევიოლინეები სტელა ჩენი (აშშ), ტიმოთი ჩოი (აშშ, კანადა) და ანდრეი ბარანოვი (რუსეთი), ჩელისტები ალექსანდრ რუდინი (რუსეთი), ალექსეი შადრინი (უკრაინა) და ალექსანდრ რამი (რუსეთი).
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში
სცენაზე წარდგება საფესტივალო ორკესტრი, რომლის შემადგენლობაში იქნებიან თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი და უცხოეთიდან მოწვეული მუსიკოსები. დირიჟორი - ფესტივალის დიდი ხნის მეგობარი არიელ ცუკერმანი.
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში
ფესტივალის ფარგლებში სამუსიკო სკოლების მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის მასტერკლასებს ჩაატარებენ გამოჩენილი მუსიკოსები. სემინარებს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული გამოჩენილი მუსიკოსები ჩაატარებენ.
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში
ფესტივალის წარმდგენია კლასიკური მუსიკის ცენტრი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით. ბილეთები უკვე ხელმისაწვდომია სალაროებსა და ონლაინ.