თბილისი, 4 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ნიდერლანდები დაამარცხა და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა. ტურნირი ხორვატიაში იმართება.
შეხვედრის პირველმა მეოთხედმა ნიდერლანდების ნაკრების მცირე უპირატესობით წარიმართა - 3:2.
გადამწყვეტი გახდა მეორე მეოთხედი, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 5:1 მოიგო და შესვენებაზე მნიშვნელოვანი უპირატესობით გავიდა. მესამე მეოთხედში ჰოლანდიელები გააქტიურდნენ და სხვაობის შემცირებას შეეცადნენ, მაგრამ ორივე გუნდმა თანაბარი შედეგი დააფიქსირა - 2:2 (9:6).
მეოთხე მეოთხედში საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხა - 12:8.
მეოთხედფინალში საქართველო ტურნირის მასპინძელს, ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდების ნაკრების დამარცხებით მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
ჩემპიონატის მეოთხედფინალები გაიმართება 6 სექტემბერს, ფინალები - 8 სექტემბერს, ხოლო მატჩი მესამე ადგილისთვის და ფინალი - 10 სექტემბერს.
საქართველოს ნაკრებმა საუკეთესო შედეგი აჩვენა ევროპის ბოლო ჩემპიონატზე უნგრეთში, სადაც ევროპის საუკეთესო გუნდების ათეულში მოხვდა.