დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 4 სექტემბერი

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
Sputnik
დღეს 2022 წლის 4 სექტემბერია, კვირა. მზარდი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
ხართ ენერგიული, შრომისუნარიანობა სათანადო დონეზეა. გამოიყენეს ეს დღე ჩანაფიქრის განსახორციელებლად. ახლის წამოწყებას ძველი საქმეების დამთავრება ჯობია. არის ალბათობა ქონებრივი და ფინანსური დავების, მაგრამ თავი გააკონტროლეთ, რომ ემოციებმა ხელი არ შეგიშალოთ და დავა დროში არ გაჭიანურდეს, უფრო მტკივნეული არ გახდეს.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 3 სექტემბერი>>
ვერძი: დღეს საოცარ უნარს გამოავლენთ როგორც გაცნობის, ისე ნაცნობობის „გაუქმების“ მხრივ. უსაზღვრო ენერგია გაგაჩნიათ, რომ გააბათ ახალი კავშირები – როგორც რომანტიკული, ისე საქმიანი. რაც შეეხება ძველ ნაცნობებს, აქ საქმე პირიქით იქნება – რისკავთ, რომ გაიფუჭოთ ურთიერთობები. ეს რომ არ მოხდეს, ენა გააკონტროლეთ და თავი შეიკავეთ ისეთი გამონათქვამებისგან, რომელსაც ახლობელი ადამიანის წყენინება შეუძლია.
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის „აქილევსის ქუსლი“
კურო: თქვენში მოულოდნელად ეჭვიანობამ შეიძლება გაიღვიძოს. ამასთან, აუცილებელი არაა, ეს გრძნობა საყვარელ ადამიანზე იყოს მიმართული და ამისთვის საფუძველი გქონდეთ. თქვენი აუხსნელი ეჭვიანობის ობიექტი ნებისმიერი შეიძლება გახდეს – მეგობარი, ნათესავი, კოლეგა... არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ ურთიერთობების გამორკვევა – ეს არაფერ კარგს არ მოიტანს, პირიქით, სულ მალე ასეთი საქციელი სანანებელი გაგიხდებათ.
ტყუპი: არ არის გამორიცხული, რომ დღეს ვინმესთან გაჯიბრების სურვილი გაგიჩნდეთ. ჯანსაღი აზარტი დიდ ენერგიას მოგცემთ, მთავარია, გარშემომყოფებმა გააცნობიერონ, რომ არავიზე ნაკლები არ ხართ. ნუ შეეწინააღმდეგებით ამ იმპულსს, მას თქვენს ცხოვრებაში თამაშის ელემენტის შემოტანა შეუძლია. მთავარია, ზომიერების გრძნობა არ დაკარგოთ და შეჯიბრება თქვენი უპირატესობის დამტკიცების ბრძოლაში არ გადაიზარდოს.
კირჩხიბი: დღეს იმის გაკეთების ძალაც შეგწევთ, რაზეც სულ ცოტა ხნის წინ ვერც კი იოცნებებდით. ხართ აქტიური, იღბალი თქვენ გვერდითაა. ამის წყალობით ზუსტად გეცოდინებათ, რა და როგორ უნდა გააკეთოთ. ამასთან, ისიც გეცოდინებათ, სხვებმა რა უნდა გააკეთონ. ეს კი გარშემომყოფებს ნამდვილად არ ესიამოვნებათ. აქედან გამომდინარე, დღის განმავლობაში მათი მხრიდან სუსტი პროტესტის მცდელობებისთვის უნდა იყოთ მზად.
ზოდიაქოს ყველაზე ჭკვიანი და საინტერესო ნიშნები
ლომი: დღეს ენერგიული და თავდაჯერებული იქნებით. სიტუაცია ხანდახან გაიძულებთ, რომ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ, მაგრამ თავს არ შეირცხვენთ – გაუმკლავდებით თქვენს მოვალეობებს და ამასთან საკუთარ თავს მომგებიანად წარმოაჩენთ. მაგრამ მზადაც უნდა იყოთ იმისთვის, რომ ასეთი არამოკრძალებული საქციელი გარშემომყოფების მხრიდან დაუფარავ შურს გამოიწვევს. ეს მცირე ფასია იმისა, რომ მთელი დღე გამარჯვებულმა იაროთ.
ქალწული: დღეს თქვენი მთავარი თემა იქნება „ყველაფერი სახლისთვის“. მიზანი იქნება ოჯახისთვის რამე სასარგებლოს გაკეთება. მაგალითად, გადააადგილოთ ავეჯი, მოაწყოთ სახლში სივრცე, შეიძინოთ რამე. ვარსკვლავები ამბობენ, რომ ნებისმიერი ნაბიჯი ამ მიმართულებით ძალზე წარმატებული იქნება, რაც თქვენც გაგახარებთ და ოჯახის წევრებსაც. მთავარია, თქვენი ყოფა სხვისას არ შეადაროთ, რათა განწყობა არ გაიფუჭოთ.
სასწორი: დღეს მოვლენების შუაგულში მოექცევით. ხართ ენერგიული. სწრაფად შეგიძლიათ გადაწყვეტილებების მიღება. ერთ ადგილზე გაჩერება გაგიჭირდებათ – ვითარება ხანდახან მოითხოვს, რომ რამდენიმე ადგილზე ერთდროულად იყოთ. ასეთი ორომტრიალის წინააღმდეგი არც თქვენ ხართ, ვინაიდან ამ ვითარებამ სარგებელიც შეიძლება მოგიტანოთ – რაღაც მოვლენის ან ნაცნობობის წყალობით სასიამოვნო სიურპრიზი დაგხვდეთ.
ზოდიაქო: ვისთვის იქნება იღბლიანი სექტემბერი
მორიელი: დღეს ვარსკვლავების მხარდაჭერა ფულთან დაკავშირებულ საქმეებში გექნებათ. შესანიშნავი დღეა, რომ მოაგვაროთ ფინანსების მართვის საკითხები და შეავსოთ ბიუჯეტი. თუ გაქვთ გეგმა, როგორ გაზარდოთ შემოსავლები, დროა, ამ გეგმის განხორციელება დაიწყოთ. ნებისმიერი ნაბიჯი – ხელფასის მომატებაზე ხელმძღვანელობასთან დალაპარაკება, ახალი პროექტის დაწყება თუ ფულის ინვესტირება – წარმატებით დასრულდება.
მშვილდოსანი: დღეს ვარსკვლავები ჯანსაღი ამბიციებით, ინციატივითა და ენერგიით გაჯილდოებენ. ჩრდილში არ უნდა დარჩეთ, არამედ წამყვანი ძალა უნდა გახდეთ გუნდში და გარშემომყოფებს ამასთან შეგუება მოუწევთ. ისინი, ნებსით თუ უნებლიეთ, მხარს დაგიჭერენ. თუ მარტო მოქმედებას გადაწყვეტთ, ამ შემთხვევაშიც გაგიმართლებთ და გამარჯვების დიდი შანსი მოგეცემათ. ასე რომ, გაითვალისწინეთ – შესანიშნავი დღეა მოქმედებისთვის.
თხის რქა: დღეს მოულოდნელად, რომ იტყვიან, ცარიელ ადგილზე სასიამოვნო და სასარგებლო სიურპრიზი გელოდებათ. არაა გამორიცხული, მაგალითად გზაზე ფული იპოვოთ, ან დავიწყებული ვალი დაგიბრუნონ, თაყვანისმცემელმა საჩუქარი გაგიკეთოთ... უამრავი ვარიანტი შეიძლება იყოს და ბედის ნებისმიერი საჩუქრისთვის მზად უნდა იყოთ და რა თქმა უნდა – ყურადღებით, რომ არსად არაფერი გამოგეპაროთ.
ზოდიაქოს ნიშნების ბედი - კარმული გზა
მერწყული: დღეს თავი უნდა გააკონტროლოთ, რომ ფულის ხარჯვის ცდუნებას გაუძლოთ. ეს თანხის ქარისთვის გატანების ტოლფასი იქნება. ხომ გაგიგიათ გამოთქმა „ეშმაკი შეუჩნდაო“, ასე იქნებით თქვენც, იმდენად გინდათ რაღაც უაზრო ნივთის ყიდვა ან დიდი თანხის ე.წ. საიმედო საქმეში ჩადება. არ აჰყვეთ ამ იმპულსს. თუნდაც იცოდეთ, რომ ეს ნივთი აუცილებლად გჭირდებათ, მაინც გადადეთ მისი ყიდვა სხვა დროისთვის.
თევზები: საქმე, რომელსაც ბევრი დრო და ძალა დაახარჯეთ, დღეს, ბოლოს და ბოლოს, სასიამოვნო ნაყოფს გამოიღებს. ეს შეიძლება იყოს ფინანსური მოგება, პრემია, მორალური ანაზღაურება, თქვენი დამსახურების აღიარება ან, უბრალოდ, სასიამოვნო სიურპრიზი. ამასთან, წარმატება კი არ მოგადუნებთ, არამედ ახალ ბიძგს მოქცემთ მოქმედებებისთვის, აქტიურობისთვის.