ამინდი ბათუმში: ზუსტი პროგნოზი 5-11 სექტემბერს

ბათუმში კვირის ბოლომდე წვიმა იქნება, მაგრამ კვირას მზე გამოანათებს
Sputnik
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. ორშაბათს, 5 სექტემბერს ბათუმში წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 20, დღისით მაქსიმალური კი 25 გრადუსი იქნება.
სამშაბათს, 6 სექტემბერს ბათუმში მოღრუბლული ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით პლუს 24, ღამით მინიმალური კი პლუს 22 გრადუსია ნავარაუდევი. ქარის სიჩქარე წამში 15 მეტრი იქნება.
ოთხშაბათს, 7 სექტემბერს ბათუმში სინოპტიკოსები მზიან ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 19, დღისით მაქსიმალური პლუს 23 გრადუსი იქნება.
ხუთშაბათს, 8 სექტემბერს ბათუმში ცვალებადი მოღრუბლულობა და ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით 16, დღისით მაქსიმალური კი 23 გრადუსია ნავარაუდევი.
პარასკევს, 9 სექტემბერს ბათუმში ღრუბლიანი ამინდია ნავარაუდევი. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით 16 გრადუსი, მაქსიმალური კი 27 გრადუსია მოსალოდნელი. ქარის სიჩქარე წამში 15 მეტრი იქნება.
შაბათს, 10 სექტემბერს ბათუმში უნალექო და უღრუბლო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით პლუს 28, ღამით მინიმალური კი პლუს 18 გრადუსია ნავარაუდევი.
კვირას, 11 სექტემბერს ბათუმში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 19, დღისით მაქსიმალური პლუს 29 გრადუსი იქნება.