„კარმინა ბურანა“: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი პრემიერისთვის ემზადება

სპექტაკლის ბილეთები უკვე იყიდება თეატრის სალაროებსა და ონლაინ
Sputnik
თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი ამზადებს ბალეტის პრემიერას „კარმინა ბურანა“ - წარმოდგენები 2022 წლის 28-30 ოქტომბერს გაიმართება, ნათქვამია თეატრის ვებგვერდზე.
„კარმინა ბურანა“ - ერთაქტიანი ბალეტია, რომელიც გერმანელი კომპოზიტორის, კარლ ორფის სცენიური კანტატის მიხედვით დაიდგა.
კაშკაშა და მრავალფეროვანი ფორმის ნაწარმოები ღრმა ფილოსოფიურ აზრის მატარებელია და თამამი რეჟისორული ინტერპრეტაციებისთვის ფართო ასპარეზს იძლევა.
აფიშა ბალეტისთვის „კარმინა ბურანა"
დამდგმელი ქორეოგრაფი - ილია ჟივოი. სპექტაკლში მონაწილეობენ ფალიაშვილის თეატრის დასი, სოლისტები, ორკესტრი და გუნდი. კოსტიუმების მხატვარი - სონია ვართანიანი. განათება - კონსტანტინ ბიბკინი.
სპექტაკლზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება თეატრის სალაროებსა და ონლაინ.