თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. ახალგაზრდა ქართველმა მომღერალმა, 18 წლის ლიზი გოგუამ გერმანული შოუ The Voice of Germany-ს მორიგ სეზონში ფურორი მოახდინა.
„ბრმა მოსმენების“ ეტაპზე ლიზიმ შეასრულა ცნობილი ამერიკელი ბლუზ და R&B მომღერლის, ეტა ჯეიმსის სიმღერა I'd Rather Go Blind. გოგონას აღმოაჩნდა ძალიან ლამაზი, ძლიერი ხმა და შესრულების უჩვეულო მანერა.
სიმღერის შესრულებისას ლიზისკენ შეტრიალდა ჟიურის სამი წევრი: მარკ ფორსტერი (Mark Forster), შტეფანი კლოსი (Stefanie Kloß) და რი ჰარვი (Rea Garvey). ქართველის მიმართ გულგრილი დარჩა მხოლოდ პიტერ მაფეი (Peter Maffay).
„რა ღრმა ხმაა“, „სრულყოფილებაა“, „მაგარია“ - დაწერეს ქართველ მომღერალზე სოციალური ქსელების აღფრთოვანებულმა მომხმარებლებმა. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს გერმანული „ვოისის“ გამარჯვებული 21 წლის ნათია თოდუა გახდა.