უაქციზო სიგარეტთან ბრძოლა - აგვისტოს მონაცემები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს უაქციზო საქონელი ჩამოერთვა.
Sputnik
თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოში 14,7 ათასზე მეტი კოლოფი კონტრაბანდული სიგარეტი და 10 კილოგრამზე მეტი უაქციზო თამბაქო ამოიღეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში თამბაქოს ნაწარმის უკანონო შენახვა-გადაზიდვის 189 ფაქტი გამოვლინდა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს უაქციზო საქონელი ჩამოერთვა.
უწყების ცნობით, სამართალდამრღვევი პირების მიმართ 102 ფაქტზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და საქმის მასალები სასამართლოს გადაეგზავნა.
საქმის მასალები ორ ფაქტზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა, ხოლო დანარჩენი 85 ფაქტი ჩაითვალა არაიდენტიფიცირებულ შემთხვევად და შედგა ამოღების ოქმები.
სიგარეტის კონტრაბანდა საქართველოში მძიმე პრობლემად 2019 წლის შემდეგ იქცა. მაშინ ქვეყანაში თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობის გამო მკვეთრად გაიზარდა ფასები სიგარეტსა და თუთუნზე.