სექტემბერში ძალზე მნიშვნელოვანია, არ იჩქაროთ და იდილია არ დაარღვიოთ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პლანეტაა ნეგატიურ მდგომარეობაში, მაინც ამ თვეში ბევრი პოზიტიური დღე იქნება. ეს დღეებია 3, 5, 9, 16, 18, 23, 24, 29 სექტემბერი.
ესაა მშვიდი თვე, როდესაც ადამიანების უმრავლესობას სასიამოვნო სიურპრიზები ელოდება. განსაკუთრებით იღბლიანი კი სექტემბერი ზოდიაქოს ამ სამი ნიშნისთვის იქნება:
კურო: კუროები ძალზე კარგ განწყობაზე იქნებით. ეს არა მხოლოდ პლანეტებს, არამედ მთლიანად შემოდგომის განწყობას უკავშირდება, რომელიც თქვენში იმედს, სიყვარულს და ოპტიმიზმს სახავს. ეს ის პერიოდია, როდესაც საჭიროა სწრაფად, თამამად და მოურიდებლად მოქმედება, თუმცა ეს თავხედობას არ ნიშნავს.
შეგიძლიათ გქონდეთ მეგობრების, ნათესავების, კოლეგებისა და ახლობლების დახმარების იმედი. ისინი უბრალოდ არ მოგცემენ დამარცხების საშუალებას. ასტროლოგები თქვენთვის ძალზე პროდუქტიულ და პოზიტიურ პერიოდს პროგნოზირებენ.
სასწორი: მერკური თქვენს ნიშანშია და ეს თავს მშვიდად გაგრძნობინებთ; დაგეხმარებათ განცდებისა და სტრესისგან, უარყოფითი მოგონებებისგან გათავისუფლებაში. გონებისა და სულის ასეთ მდგომარეობაში იღბალი თვითონ „აგედევნებათ“, ეს კი ნიშნავს, რომ ნეგატივი უკან დაიხევს. თქვენ კი ისღა დაგრჩენიათ, დატკბეთ ცხოვრებით და ოცნებას მიჰყვეთ.
ნამდვილად არ გაწყენთ დასვენება, თანაც მაქსიმალურად მშვიდი და ზომიერი. არ უნდა გადაიღალოთ, რათა ფორტუნა არ დააფრთხოთ.
თევზები: თქვენ ყველაზე ნაკლებად შეგეხებათ რეტროგრადული მერკურის ზემოქმედება. იქნებით წარმატებული არა მხოლოდ ფულისა და მუშაობის სფეროებში, რომლებსაც ეს პლანეტა მართავს, არამედ ასევე სიყვარულში, ურთიერთობებში. სუპერ-იღბლიანი არა, მაგრამ ადამიანების უმრავლესობაზე ბევრად წარმატებული იქნებით.
იღბალი არ მიგატოვებთ არცერთი წუთით. ეს კი ნიშნავს, რომ შეგიძლიათ ახალი საქმის დაწყება, ახალ გატაცებებში ძალების მოსინჯვა.