თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მიმდებარე ტყეში ხანძარია, იუწყება „პირველი არხი“.
ტელეკომპანიის ცნობით, ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ტყეში ცეცხლის სამი კერაა. ცეცხლი მთიან, რთულ რელიეფზეა გავრცელებული.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურია მობილიზებული და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.
წყარო - „პირველი არხი“.