დიდ დიღომში გაზის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ადგილობრივების თქმით, აფეთქების შედეგად დაზიანდა რამდენიმე ბინა და მიმდებარე ტერიტორიაზე მდგომი ავტომანქანები.
Sputnik
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. დიდ დიღომში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
შემთხვევა ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში დღეს, გამთენიისას მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე, ცოლ-ქმარი და მცირეწლოვანი ბავშვი, რომლებიც ამ დროისათვის ხეჩინაშვილის კლინიკაში არიან გადაყვანილი.
ადგილობრივების თქმით, აფეთქების შედეგად დაზიანდა რამდენიმე ბინა და მიმდებარე ტერიტორიაზე მდგომი ავტომანქანები.
აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.