საქართველოს ბუნება: მოგზაურობა შავი კლდეების ტბაზე - ფოტო

საქართველოში ბევრმა ტურისტმა იცის უკვე კარგად ცნობილი ტურისტული მარშრუტები, სადაც ისინი გიდებს დაჰყავთ. თუმცა ქვეყანასთან ზედაპირული გაცნობა – ეს მხოლოდ დასაწყისია.
Sputnik
საქართველოში ბევრია ისეთი ადგილი, სადაც მისვლა საკმაოდ რთულია, თუმცა მათი სილამაზით უკლებლივ ყველა იხიბლება. ზოგიერთი ტურისტი თავად მიემართება ასეთ ადგილებში და ქვეყანას ეცნობა. ერთ-ერთი ასეთი ჯგუფი ლაგოდეხში მდებარე შავი კლდეების ტბას ესტუმრა. ტბა ზღვის დონიდან 2800 მეტრის სიმაღლეზეა.
1 / 18

ტბაზე ლაშქრობისას ორი დღის სავალი გზაა

2 / 18

პირველ დღეს ტურისტულ სადგურამდე მიდიან

3 / 18

მდინარის გადაკვეთის შემდეგ კი ბილიკი ტყეში შედის

4 / 18

მომზადებულ ტურისტებს დაახლოებით ექვსი საათი სჭირდებათ გზაში

5 / 18

პირველ სადგურამდე დაახლოებით 13 კილომეტრია. ღამის გათევა სწორედ აქ ჯობს, რადგან ტყეში გარეული ცხოველები ბინადრობენ

6 / 18

საკუთარი კარვით გაჩერების ფასი 5 ლარია, კოტეჯში ღამის გათევა – 20 ლარი

7 / 18

დილით კი ასეთი პეიზაჟის ხილვაა შესაძლებელი

8 / 18

გიდები ტურისტებს მეტი კომფორტისთვის ცხენებით გაცილებას სთავაზობენ

9 / 18

გზა პირველი სადგურიდან ტბამდე 12 კილომეტრია, ამიტომ გასვლა დილიდანვე ჯობს, რათა გზაში არ დაბნელდეს

10 / 18

თავიდან ბილიკი ტყეს მიუყვება, თუმცა შემდეგ ტყე მთავრდება

11 / 18

ხეებზე ლურჯი და თეთრი ნიშნულებია, რათა ტურისტები არ დაიკარგონ

12 / 18

მთებიდან ულამაზესი ხედი იშლება ალაზნის ველზე. ტბიდან 4 კილომეტრში სასაზღვრო კოტროლის გავლაა საჭირო. შესაბამისი საბუთები ნაკრძალის შესასვლელში გაიცემა

13 / 18

მესაზღვრეები ამოწმებენ მოგზაურებს, რადგან ეს სასაზღვრო ზონაა - ტბა საქართველო-რუსეთის საზღვარზე მდებარეობს. ტბის ერთი ნაწილი საქართველოს ეკუთვნის, მეორე - დაღესტანს

14 / 18

კონტროლის გავლის შემდეგ ტბისკენ მიმავალი გზა მთაში გრძელდება. ტბასთან კარვის გაშლა არ ღირს, უმჯობესია მეორე ტურისტულ სადგურამდე მისვლა

15 / 18

ღამით აქ ძალიან ცივა, ცეცხლის დანთება კი ყველგან არ შეიძლება. ამისათვის მომზადებაა საჭირო

16 / 18

მოგზაურობის ბოლო წერტილი შავი კლდეების ტბაა, იგივე გრძელი ტბა. ცურვა აკრძალული არ არის, თუმცა წყალი ყინულივით ცივია

17 / 18

ტბისკენ მიმავალ გზაზე შეიძლება შემოგხვდეთ გარეული ცხოველები, გველები, ასევე მწერები. ბილიკი კი ზოგჯერ ძალიან ვიწროვდება და რთულად გასავლელი ხდება, ამიტომ აქ მუდმივი ყურადღებაა საჭირო

18 / 18

ასეთ ლაშქრობას კარგი მომზადება სჭირდება. ტერიტორიაზე მორიგეობენ რეინჯერები, რომლებიც მუდამ მზად არიან დახმარება გაუწიონ მოგზაურებს