ყვითელი ამბები

ბენიფერი მეორე თაფლობის თვეს კომოს ტბაზე ატარებს - რომანტიკული ფოტოები

Sputnik
როგორც ცნობილია, გრანდიოზული ქორწილის შემდეგ „ბენიფერი“ რიგით მეორე თაფლობის თვეში იტალიაში, კომოს ტბაზე გაემგზავრა. ინტერნეტ-სივრცეში უახლესი ფოტოები გავრცელდა, რომლებიც საოცრად რომანტიკული და შთამბეჭდავია.
ბენი და ჯეი ლო ღია ცის ქვეშ მდებარე კაფეში საუზმის დროს გადაიღეს. 50 წლის ბენი საყვარელ მეუღლეს ხელით აჭმევდა, საპასუხოდ კი 53 წლის ჯეი ლო მას პირს წმენდდა.
ლოპესი, როგორ ყოველთვის, საოცრად გამოიყურებოდა. საყვარელ მამაკაცთან სეირნობისთვის მან Jonathan Simkhai-ის სპილოს ძვლისფერი, მაქმანებიანი კაბა მოირგო, რომლის ღირებულებაც 444 ევროა. ბენი კი კრემისფერ შარვალსა და თეთრ პერანგში იყო გამოწყობილი.
ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი პირველად 16 ივლისს დაქორწინდნენ. ცნობილი წყვილმა ქორწინების ცერმონია ლას-ვეგასში გამართა. ქორწინების მოწმობიდან გაირკვა, რომ ლოპესი ქმრის გვარზე გადავიდა და ოფიციალურ საბუთებში ჯენიფერ აფლეკია. ქორწილის შემდეგ წყვილმა თაფლობის თვის პირველი ნაწილი პარიზში გაატარა.
ყვითელი ამბები
ექვსმეტრიანი ფატა და ვარსკვლავთცვენა - ახალი დეტალები „ბენიფერის“ „საოცნებო“ ქორწილიდან
რამდენიმე დღის წინ კი წყვილმა უკვე მეორე ქორწილი გადაიხადა, ამჯერად გრანდიოზული – ბენის რანჩოზე ჯორჯიის შტატში. 53 წლის ჯეი ლოს „რალფ ლაურენის“ კაბა ეცვა, რომელიც სპეციალურად მისთვის იტალიაში შეიკერა. სტუმრების სიაში მოხვდნენ: მეტ დეიმონი ოჯახთან ერთად, ჯიმი კიმელი, კეისი აფლეკი და კიდევ უამრავი ვარსკვლავი.
მსახიობებმა ერთმანეთი 2002 წელს ფილმ Gigli-ს გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. იმავე წელს წყვილი დაინიშნა, 2004 წელს ლოპესი და აფლეკი დაშორდნენ. თითქმის 20 წლის შემდეგ, 2021 წელს წყვილმა ურთიერთობა განაახლა, ისინი ერთად ვენეციის კინოფესტივალზე გამოჩნდნენ.
2022 წლის აპრილში ჯეი ლომ დაადასტურა, რომ კვლავ დანიშნულია. აფლეკი 2005-დან 2018 წლამდე მსახიობ ჯენიფერ გარნერზე იყო დაქორწინებული, წყვილს სამი შვილი ჰყავს. ლოპესი, თავის მხრივ, 2004-დან 2014 წლამდე მომღერალ მარკ ენტონიზე იყო დაქორწინებული, წყვილს ორი შვილი ჰყავს.