მოდელ კრისტი ყიფშიძისა და მსახიობ გიორგი ყიფშიძის შვილი ნატალია ყიფშიძე სოციალურ ქსელში სანაპიროზე გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს, საიდანაც, როგორც თავად წერს, პროფესიიდან გამომდინარე „მუშაობის შესაძლებლობა აქვს“.
„ოცნების სამსახურზე ფიქრისას ყოველთვის წარმომედგინა მოგზაურობა და მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან მუშაობის შესაძლებლობა და არა ერთსა და იმავე ოთხ კედელს შორის 9-5 სამსახური. ჩემს ფაკულტეტთან „ციფრული მედია და კომუნიკაცია“ ძალიან ახლოს არის მომავლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესია – პროგრამისტობა“, – წერს ნატალია ყიფშიძე.