ყოფილი მეუღლეები კრის და კეიტლინ ჯენერები კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს. ისინი ქალიშვილის კენდალის მიერ გამართულ წვეულებაზე გადაიკვეთნენ.
72 წლის ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონი გლამურულ საღამოზე ტყავის შარვლითა და ყვავილებიანი პერანგით გამოჩნდა. 66 წლის კრისი კი ვარდისფერ ორეულში იყო გამოწყობილი.
ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოებს უამრავი კომენტარი მოჰყვა. „როცა ყოფილი ქმარი ახლა უფრო ლამაზი ქალია, ვიდრე შენ“, „კეიტლინი უკეთ გამოიყურება“, „წლის შეხვედრა“, „ძალიან უცნაური შეხვედრაა“, – წერენ კომენტარებში.