მსოფლიო დღეს

უკრაინის პორტებიდან მარცვლეულით დატვირთული კიდევ სამი გემი გავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ადრე განაცხადეს, რომ 39-მა გემმა უკვე გამოიყენა შავი ზღვის დერეფანი სურსათის ექსპორტისთვის.
Sputnik
თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. შაბათს „სასურსათო გარიგების“ ფარგლებში უკრაინის პორტები მარცვლეულით დატვირთულმა სამმა გემმა დატოვა, იუწყება თურქეთის თავდაცვის სამინისტრო.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ 39-მა გემმა უკვე გამოიყენა შავი ზღვის დერეფანი სურსათის ექსპორტისთვის.
„უკრაინის პორტებში გემების მარცვლეულით დატვირთვა გრძელდება. დილის მდგომარეობით უკრაინის პორტებიდან მარცვლეულით დატვირთული კიდევ სამი გემი გავიდა“, - ნათქვამია თურქეთის სამხედრო უწყების განცხადებაში.
უკრაინული მარცვლეულის ზღვით გატანა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც რუსეთის, უკრაინის, თურქეთისა და გაეროს წარმომადგენლებმა 22 ივლისს ხელი მოაწერეს ორი დოკუმენტისგან შემდგარ პაკეტს. პირველი დოკუმენტი შეიცავს გაეროს ვალდებულებას, მოხსნას სხვადასხვა შეზღუდვა რუსული სასოფლო პროდუქციისა და სასუქის ექსპორტზე მსოფლიო ბაზრებზე. მეორე უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შავი ზღვის სამი პორტიდან (ოდესის ჩათვლით) ჰუმანიტარული დერეფნით უსაფრთხო გატანის ალგორითმს ადგენს.