თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო თბილისში, საბურთალოს და ვაკის რაიონებში 6,5 ათასზე მეტ აბონენტს 29 აგვისტოს დილით გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, 9:00 საათიდან 13:00 საათამდე გაზი გაეთიშება უნივერსიტეტის, ჯიქიას, სანდრო ეულის ქუჩის და წყნეთის ქუჩაზე მდებარე სტუდქალაქის მცხოვრებლებს.
გაზმომარაგება შეუწყდება ასევე ამ ტერიტორიაზე მდებარე უნივერსიტეტებს, დაზვერვის სამსახურს, სუპერმარკეტებს, აფთიაქებს, ტელეკომპანია „რუსთავი2“-ს და სხვა კომერციულ თუ სამოქალაქო ობიექტებს.
გაზმომარაგება სრულად 22:00 საათზე აღდგება.