თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო მთიან აჭარაში, ხულოს რაიონში არასრულწლოვნის ორსულობის ფაქტს იძიებს.
ორსულობის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მოზარდმა კლინიკას მიმართა. წინასწარი მონაცემებით, გოგონა 15 წლისაა.
საკუთარ გამოძიებას აჭარის ავტონომიის განათლების სამინისტროც აწარმოებს, რომელიც რესურსცენტრსა და სკოლას ამოწმებს.
ინციდენტის სხვა დეტალები არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის წესებიდან გამომდინარე არ ვრცელდება.
საქართველოში 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირი სისხლის სამართლის დანაშაულია და 7-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობით ისჯება.