ხანძარი რაჭაშიც გაჩნდა - ცეცხლი ტყის მასივს უკიდია

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ცეცხლი ტყის მასივს უკიდია.
Sputnik
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირაგეულის ტყეში ხანძარი გაჩნდა, ინფორმაციას სოციალურ ქსელში ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე ავრცელებს.
მისი თქმით, ცეცხლი ტყის მასივს უკიდია.
ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის ჯგუფები. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები, წერს დეპუტატი.
19 აგვისტოდან ცეცხლს ბორჯომის მუნიციპალიტეტში ებრძვიან. ამ დროისთვის იქ სტიქია 300 ჰექტარზეა გავრცელებული და ცეცხლის ქრობის სამუშაოებს მაღალი ტემპერატურა, ძლიერი ქარი და კლდოვანი რელიეფი ართულებს.
ხანძრის სავარაუდო მიზეზად ადამიანების დაუდევრობა სახელდება.