თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. თურქეთში საქართველოს მოქალაქემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორი ადამიანი მოკლა, რის შემდეგაც საქართველო-თურქეთის საზღვარზე თავი მოიკლა.
ტელეარხ „მთავარი არხის“ მონაცემებით, მოკლული ქალი და მამაკაცი ასევე საქართველოს მოქალაქეები არიან, დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
მკვლელობაში ბრალდებული ტაქსით სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მივიდა, მაგრამ როდესაც პოლიციამ მისი დაკავება სცადა, თავი მოიკლა.
თურქული მედიის ინფორმაციით, კაცმა იმავე იარაღით მოიკლა თავი, რომლითაც მკვლელობა ჩაიდინა.
წყარო - „მთავარი არხი“