თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) ეროვნული გუნდების რეიტინგი განაახლა – საქართველოს ნაკრები კი კვლავ 82-ე პოზიციას იკავებს.
საქართველოს ნაკრებს, რომელსაც ივნისის შემდეგ არ უთამაშია, 1.296 ქულა აქვს. ფიფამ რეიტინგი ივნისის შემდეგ პირველად განაახლა. ცვლილებები ცხრილის ზედა ნაწილშიც არ მომხდარა. ერთადერთი ცვლილება ირანს უკავშირდება, რომელიც 22-ე ადგილზე დაწინაურდა, ხოლო მაროკოს ნაკრები 23-ე პოზიციაზე გადავიდა.
რაც შეეხება რეიტინგის პირველ სამეულს, იქ კვლავ ბრაზილია, ბელგია და არგენტინა ლიდერობენ.
ფიფას რეიტინგის ათეული
1.
ბრაზილია - 1.837 ქულა2.
ბელგია - 1.8213.
არგენტინა - 1.7704.
საფრანგეთი - 1.7645.
ინგლისი - 1.7376.
ესპანეთი - 1.7167.
იტალია - 1.7138.
ნიდერლანდი - 1.6799.
პორტუგალია - 1.67810.
დანია - 1.665უმნიშვნელოდ შეიცვალა უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველოს ნაკრების მეტოქეთა პოზიციებიც. საუკეთესო შედეგი ჩრდილოეთ მაკედონიას აქვს, რომელიც 1.375 ქულით 64-ე ადგილზეა. 74-ე პოზიციას იკავებს ბულგარეთი (1.325), ხოლო ერთი ადგილით დაწინაურდა გიბრალტარი, რომელიც 856 ქულით 200 გუნდში შევიდა.
საქართველოს ნაკრებს ფიფას რეიტინგში დაწინაურების შანსი სექტემბრის მატჩების შემდეგ ექნება. 23 სექტემბერს საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს, სამი დღის შემდეგ კი სტუმრად გიბრალტარს დაუპირისპირდება.