ყვითელი ამბები

„გზაში ვიყავი, დამირეკეს, ბავშვის ოთახში ხანძარიაო“ - როგორ გადაარჩინეს არჩი სიკვდილს

Sputnik
მეგან მარკლმა ახლახან ერთ-ერთ პოდკასტში სამეფო ოჯახის საშინელი საიდუმლო გასცა, რომელსაც წლების განმავლობაში მალავდა. მეგანმა პირველი ეპიზოდი ჩაწერა სახელწოდებით „არქეტიპები“, რომლის სტუმარიც მისი მეგობარი იყო. საუბრისას პრინც ჰარის მეუღლემ ერთი ამბავი გაიხსენა.
ყვითელი ამბები
პრინცი ჰარი ქერა ლამაზმანთან ერთად გამოიჭირეს - მეგან მარკლის რეაქცია
2019 წლის სექტემბერში მეგანი, ჰარი და იმ დროისთვის 4 თვის არჩი ათი დღით აფრიკაში სამოგზაუროდ წავიდნენ. დაბინავდნენ, არჩი ძიძას დაუტოვეს და მაშინვე ქალაქ ნიანგაში გაემართნენ, სადაც მეგანი სიტყვით უნდა გამოსულიყო. ამ დროს მათი პირმშო კინაღამ ხანძრის შედეგად დაიღუპა. არჩის ძიძა ლორენი უვლიდა. როცა ბავშვმა დაიძინა, ქალმა ვახშმობა გადაწყვიტა. ბიჭუნა რომ მარტო არ დაეტოვებინა, ქვედა სართულზე, თავისთან ახლოს ჩაიყვანა. ამ დროს ბავშვის ოთახში გამათბობელ სისტემას ცეცხლი გაუჩნდა.
„სახლში დეტექტორი არ იყო. როცა სუნი იგრძნეს, ოთახი უკვე იწვოდა, იმ დროს ჩვენს შვილს უნდა სძინებოდა იქ“, – გაიხსენა მეგანმა.

„ჯერ კიდევ გზაში ვიყავი, ვიღაცამ დამირეკა, ბავშვის ოთახში ხანძარი მოხდაო. რა-მეთქი?! - გაოგნებული ჩავეკითხე და გამიმეორეს, ბავშვის ოთახი დაიწვაო“, – იხსენებს მარკლი.

მისი თქმით, შოკირებულმა იმგზავრა, ვერ იჯერებდა, რომ მის ერთადერთ შვილს ასეთი საფრთხე ემუქრებოდა. ამბავი პრესას დაუმალეს, რადგან, მეგანის თქმით, აჟიოტაჟის ატეხვას აზრი არ ჰქონდა, მათი ტურნე ახალი დაწყებული იყო და ვერ ჩაშლიდნენ. არც ამ თემაზე საუბრის ძალა შესწევდა. საბედნიეროდ, ეს ამბავი წარსულში დარჩა.