თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. პოლიციამ 11 წლის ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით მამაკაცი დააკავა, იუწყება ტელეარხი TV25.
ტელეარხის ცნობით, შემთხვევა ბათუმის ერთ-ერთ დასახლებაში მოხდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხი უკვე განიხილა. მოსამართლემ მამაკაცი გამოძიების პერიოდში პატიმრობაში დატოვა. შსს-ს ცნობით, ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „გაუპატიურების“ მუხლით.
მასმედიის ინფორმაციით, გაუპატიურებაში ბრალდებული მოზარდის დედის მეგობრის შვილია.