ჩინეთში გვალვის შედეგად წყალქვეშა კუნძული და უძველესი ტაძრები გამოჩნდა - ფოტო

ძლიერი გვალვის გამო ჩინეთში, პოიანის ტბაზე უძველესი კუნძული გამოჩნდა, რომელზეც ტაძრის კომპლექსია განთავსებული.
Sputnik
გვალვის გამო ჩინეთის ყველაზე დიდი მტკნარწყლიანი ტბა 75%-ით დაშრა. როგორც პროვინცია ძიანსის ადმინისტრაცია იუწყება, ტბა, 2021 წელთან შედარებით, 4-ჯერ შემცირდა. ეს ყველაფერი ანომალიურმა სიცხემ და უნალექობამ განაპირობა.
მტკნარწყლიან ტბაზე „მშრალი სეზონი“ 6 აგვისტოს დაიწყო, ანუ ჩვეულზე თითქმის სამი თვით ადრე, რაც 1951 წლის შემდეგ ყველაზე ადრეული პერიოდია.
1 / 8

ჩინეთში პოიანის ტბაზე დიდი ხნის წინ ჩაძირული კუნძული გამოჩნდა

2 / 8

ამის მიზეზი ძლიერი გვალვაა

3 / 8

ანომალიურმა სიცხემ და უნალექობამ წყლის დონის 75%-ით შემცირება გამოიწვია

4 / 8

ტბაში თევზი იხოცება

5 / 8

პროვინცია ძიანსის ადმინისტრაცია იუწყება, რომ 2021 წელთან შედარებით პოიანის ტბა 4-ჯერ შემცირდა

6 / 8

ექსპერტები აცხადებენ, რომ მშრალი სეზონის დაწყების დღედ მიიჩნევა დღე, როდესაც წყლის დონე ჰიდროლოგიურ სადგურზე 12 მეტრზე ქვემოთ დაეცა

7 / 8

ჩინური ლეგენდის თანახმად, ტბის შუაგულში მდებარე კუნძული გიგანტურ კუს წააგავს

8 / 8

თავდაპირველად ჩინელებმა ხელოვნური კუნძული და ტაძრები ნაწილობრივ დატბორვის შესაძლებლობის გათვალისწინებით დააპროექტეს, ამიტომ ტაძრები აქ მთლიანად ქვებითაა ნაშენი. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ისინი უკვე მრავალი საუკუნეა ხელუხლებლად დგას