თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. ცნობილი გახდა სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების წინასწარი განაცხადი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები როგორც თავისუფალი, ასევე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში სრული გუნდით წარდგება. თუმცა, უახლოეს დღეებში შესაძლოა განაცხადში მცირე ცვლილებები მაინც მოხდეს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
თავისუფალი ჭიდაობა
ბექა ბუჯიაშვილი (57კგ), თეიმურაზ ვანიშვილი (61კგ), ბექა ლომთაძე (65კგ), ზურაბ იაკობიშვილი (70კგ), გიორგი სულავა (74კგ), ვლადიმერ გამყრელიძე (79კგ), ტარზან მაისურაძე (86კგ), მირიან მაისურაძე (92კგ), გივი მაჭარაშვილი (97კგ), გენო პეტრიაშვილი (125კგ).
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
ნუგზარ წურწუმია (55კგ), ფრიდონ აბულაძე (60კგ), ლერი აბულაძე (63კგ), ჯონი ხეცურიანი (67კგ), შმაგი ბოლქვაძე (72კგ), იური ლომაძე (77კგ), გელა ბოლქვაძე (82კგ), რობერტ კობლიაშვილი (87კგ), გიორგი მელია (97კგ), იაკობ ქაჯაია (130კგ).
სერბეთის დედაქალაქში მსოფლიო ჩემპიონატი 10-18 სექტემბერს გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატს გასულ წელს ნორვეგიის დედაქალაქმა ოსლომ უმასპინძლა და იქ საქართველოს ნაკრებმა 8 მედალი (2 ვერცხლი, 6 ბრინჯაო) მოიპოვა.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან ფინალში დამარცხდა პეტრიაშვილი, ბრინჯაოს მედლები კი იაკობიშვილმა და ნიკა კენჭაძემ (79კგ) მოიპოვეს. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ვერცხლი ლერი აბულაძემ დაისაკუთრა, ბრინჯაო კი ნუგზარ წურწუმიას, რამაზ ზოიძეს (67კგ), ლაშა გობაძესა (87კგ) და იაკობ ქაჯაიას ერგოთ.