ყვითელი ამბები

„შაკირა განრისხებულია“ - ჟერარ პიკემ 23 წლის შეყვარებული გამოაჩინა

Sputnik
ცნობილმა ფეხბურთელმა ჟერარ პიკემ მომღერალ შაკირასთან განშორების შემდეგ 23 წლის გულის სწორი გამოაჩინა. მისი რჩეული სტუდენტი კლარა ჩია მარტია, რომელიც მის სააგენტოში მუშაობს.
ყვითელი ამბები
ჟერარ პიკე შაკირასგან 400 ათას ევროს და ბიზნეს-კლასით მგზავრობის დაფინანსებას მოითხოვს
როგორც ირკვევა, ისინი ერთმანეთს რამდენიმე თვეა ხვდებიან და სწორედ მის გამო მიატოვა ფეხბურთელმა შაკირა.
ცოტა ხნის წინ პიკესა და კლარას ფოტო გავრცელდა, ფეხბურთელი შეყვარებულს გვერდიდან არ შორდებოდა და მას კოცნიდა.

„ასევე ირკვევა, რომ პიკემ ახალი შეყვარებული მშობლების სახლშიც წაიყვანა, რომელიც შაკირას სახლის მიმდებარედ არის. შაკირა ამის გამო განრისხებულია“, – აცხადებს ინსაიდერი.