ყვითელი ამბები

პრინცი უილიამი და კეიტ მიდლტონი საცხოვრებლად სოფელში გადადიან

Sputnik
ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე, პრინცი უილიამი მეუღლესთან და შვილებთან ერთად საცხოვრებელს იცვლის. კემბრიჯის ჰერცოგები ლონდონიდან ადელაიდის კოტეჯში გადადიან, რომელიც უინძორის სასახლის მახლობლად მდებარეობს. აღნიშნულის მიზეზად დასახელდა ბავშვები, რადგან უილიამსა და კეიტს სურთ, მათ შვილებს მშვიდი ცხოვრება ჰქონდეთ.
ყვითელი ამბები
კეიტ მიდლტონი 2022 წლის ყველაზე მოდურ ქალად დასახელდა
საინტერესოა, რომ ადელაიდის კოტეჯს მასმედიაში მშვენიერ ისტორიულ სასახლეს უწოდებენ, რომელიც ძალიან მყუდროა. აქ არის სულ რაღაც ოთხი საძინებელი და ერთი სასადილო ოთახი.
წყვილმა უკვე იპოვა სკოლაც, სადაც მათი შვილები ისწავლიან. ცნობილი ხდება, რომ პრინცი ჯორჯი, შარლოტა და ლუი სწავლას „ლამბრუკის“ სკოლაში გააგრძელებენ.