ყვითელი ამბები

„დაჯერება მიჭირს, რომ თბილისში ვინმეს რუსული სიმღერა არ მოსწონს“ - დიანა ღურწკაია

Sputnik
რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი დიანა ღურწკაია რუსულ მედიასთან საქართველოში რუსული სიმღერების მიმართ არსებულ განწყობებზე საუბრობს.
პოპულარული მომღერლის უცნობი ფოტოები – დიანა ღურწკაია სათვალის გარეშე
მომღერალს კომენტარი სთხოვეს ცოტა ხნის წინ თბილისში მომხდარ ინციდენტზე, როცა ბელარუს მომღერალს ქუჩაში რუსულად სიმღერა შეაწყვეტინეს.

„პირველად მესმის ამის შესახებ, დაჯერება მიჭირს, რომ თბილისში ვინმეს რუსული სიმღერა არ მოსწონს. მიმაჩნია, რომ მუსიკა საუბრობს ყველა ენაზე, ეს უნდა ახსოვდეს ყველას“, – განაცხადა ღურწკაიამ.