მაია და სტეფანე საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული და ხმაურიანი წყვილი აღმოჩნდა. მათი ერთად ყოფნა მუდმივად კამათს და სკანდალებს უკავშირდებოდა. მიუხედავად ამისა, წყვილს ერთი საერთო შვილი, ულამაზესი სტეფანია გაუჩნდა. სტეფანე მზრუნველი მამა აღმოჩნდა. როგორც ყოფილი წყვილის საერთო მეგობრები ამბობენ, რეპეტიციებს ტოვებდა, რათა სახლში რამდენიმე საათით დაბრუნებულიყო და სტეფანიასთან ეთამაშა.
მამა-შვილს განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებს. სხვათა შორის, სტეფანე იხსენებს, რომ სტეფანიას პირველი წარმოთქმული სიტყვა სწორედ „მამა“ იყო. ამიტომ მომღერალი შვილს „მამას გოგოს“ უწოდებს.
სტეფანიას მშობლებისგან განსხვავებული ხასიათი აქვს. გოგონას მოფერებით ფანიას ეძახიან. როგორც მშობლები ინტერვიუებში ჰყვებიან, სტეფანია თბილი, კეთილი, მეგობრული და მხიარული გოგონაა. დედ-მამასთან შედარებით ჩხუბს და კამათს თავს არიდებს, მაგრამ იშვიათად ჯინიანიც არის. ცოტა ხნის წინ სტეფანემ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ თინეიჯერ სტეფანიას თმა ფერადი აქვს.