ყვითელი ამბები

„64 წლის გახდა და საბოლოოდ შეიშალა“ - მადონა ორმოცი წლით უმცროს მოდელს კოცნის

Sputnik
პოპის დედოფალი მადონა გამოცემა Paper-ის გარეკანზე მოხვდა. ფოტოსესია საოცრად ეპატაჟური იყო. პიკანტურ ფოტოებში 64 წლის მადონა ახალგაზრდა მოდელს ენდრიუ დარნელს კოცნის.
მომღერალი, როგორც ყოველთვის, ახალგაზრდულად გამოიყურებოდა, მას ვარდისფერი პარიკი ეკეთა, საკმაოდ გულახდილი ზედა ეცვა, მის „ლუქს“ კი ბადე კოლგოტი ასრულებდა.
გასულ კვირაში მადონამ სოციალურ ქსელში დაბადების დღის ფოტოები და ვიდეოები გაავრცელა, სადაც ის ორ მოდელ გოგონას კოცნის.
„64 წლის გახდა და საბოლოოდ შეიშალა“, – წერენ კომენტარებში აღშფოთებული ხელმომწერები.