ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის „საოცნებო ქორწილის“ დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ბენის ვილაში, სადაც გრანდიოზული ცერემონია უნდა გამართულიყო, სასწრაფო დახმარების მანქანა გამოჩნდა.
როგორც ირკვევა, აფლეკის დედა კრისტინ ბოლდტი წაიქცა და ფეხი დაიზიანა. ამიტომ ჯეი ლოს დედამთილის გადაუდებელი წესით კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო, სადაც მას ჭრილობაზე ნაკერები დაადეს.
ფოტოები სულ ცოტა ხნის წინ „დეილი მეილიმ“ გაავრცელა. ანერვიულებული ბენი ბოლთას სცემდა, იქვე იყო ჯეი ლოც. წყვილი კლინიკაშიც გადაიღეს. დასავლური მედიის ცნობით, ბენის დედას სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება, შესაბამისად, იმედია, „ბენიფერის“ „საოცნებო ქორწილს“ ხელს ვერაფერი შეუშლის.