თბილისი, 21 აგვისტო - Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ავიაკომპანია Southwind Airlines იფრენს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.
უწყების ცნობით, ახალმა ავიაკომპანიამ Southwind Airlines-მა თბილისიდან ანტალიის მიმართულებით დღეს პირველი ჩარტერული რეისი შეასრულა.
Southwind Airlines-ი ჩარტერულ რეისებს ანტალიის მიმართულებით კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ კვირას, 25 სექტემბრამდე Airbus 321 ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს.
დღეისთვის, ანტალიის მიმართულებით რეგულარულ რეისებს ავიკომპანია Pegasus-ი კვირაში ხუთი სიხშირით ასრულებს, ხოლო სექტემბერში – კვირაში ექვს რეისს შეასრულებს.